თვითმკვლელმა ტერორისტმა სომალიში 13 კაცი მოკლა

თვითმკვლელმა ტერორისტმა სომალიში 13 კაცი მოკლატერაქტი მოხდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მდებარე სამხედრო ბაზასთან. ავტომობილი, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ბაზიდან გამოსულ სამხედრო კოლონაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა ავტომობილი იქვე მიმავალ სამოქალაქო პირთა მიკროავტობუსთან აფეთქდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი ცამეტივე ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობიT არცერთ დაჯგუფებას აუღია.

სავარაუდოდ, ტერორისტი სომალიში ისლამური სახელმწიფოს ეგიდით მოქმედი დაჯგუფება ალ შაბაბის წარმომადგენელი იყო.