ტონი ადამსი გრანადას მწვრთნელი გახდა

ტონი ადამსი გრანადას მწვრთნელი გახდაარსენალის ყოფილი კაპიტანი ტონი ადამსი სეზონის ბოლომდე ესპანურ გრანადას უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია გრანადამ ოფიციალურად დაადასტურა.

იმ შემთხვევაში თუ ადამსი თავის სამუშაოს წარმატებულად გაართმევს თავს, ის შესაძლოა მომავალ სეზონშიც დარჩეს გრანადაში.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ადამსი რამდენიმე ინგლისურ გუნდს წვრთნიდა, თუმცა ნაკლები წარმატებით და სავარაუდოდ მას გრანადაშიც არ ელის იოლი ცხოვრება, რადგან ამჟამად ეს გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრამეტე ადგილს იკავებს და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ ვნახავთ, რომ ინგლისელი მწვრთნელები ესპანეთში წარმატებას ვერ აღწევენ.