ტრამპი: ასადი ყასაბია. მის ბაზას რომ დავარტყით, სწორად მოვიქეცით

ტრამპი: ასადი ყასაბია. მის ბაზას რომ დავარტყით, სწორად მოვიქეცითაშშ-ის პრეზიდენტმა დონალტ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პროსკონფერენციაზე, სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე საუბრისას, პრეზიდენტ ბაშარ ასადს ყასაბი უწოდა.
– ის ყასაბია, ყასაბი, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ორი დღის წინ ასადს  “ცხოველი” და “ბოროტი” უწოდა.

სირიაზე სარაკეტო იერიშის განხორციელების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე კი ტრამპმა განაცხადა:

_ ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორად მოვიქეცით.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრა იმაზე უკეთ ჩატარდა, ვიდრე მოელოდა.