ტრამპი: ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს

ტრამპი: ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს– ბაშარ ალ ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

– პუტინი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც სინამდვილეში ბოროტია, – განაცხადა ტრამპმა.

– ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. ეს ძალიან ცუდია კაცობრიობისთვის. ეს ძალიან ცუდია მსოფლიოსთვის, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საფუძველს იძლევა მას „ცხოველი“ უწოდო.

– რუსეთი რომ არ შესულიყო სირიაში და მხარი არ დაეჭირა იმ ცხოველისთვის, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა, – დასძინა ტრამპმა.