ტრამპმა ბენონი მოხსნა

ტრამპმა ბენონი მოხსნაამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთივენ ბენონი, რომელიც მისი მთავარი სტრატეგი და მრჩეველი იყო, ეროვნული უშიშროების საბჭოდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, საზოგადოებრივი კრიტიკის მიუხედავად, ტრამპმა 62 წლის სთივენ ბენონს უშიშროების საბჭოში მონაწილეობის უფლება მისცა და განუსაზღვრელი უფლება მიანიჭა.

მიღებული პრაქტიკის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობაში პოლიტიკური მრჩევლები არ დაიშვებოდნენ. ელოდებოდნენ, რომ ბენონი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. მას ტრამპის გუნდის „რუხ კარდინალს“ უწოდებდნენ.

ითვლება, რომ შვიდი მუსლიმური ქვეყნის მცხოვრებლებისთვის ამერიკაში შესვლაზე აკრძალვის დაწესების შესახებ დეკრეტი სწორედ ბენონს ეკუთვნოდა.