ვის არ მისცემდით ხმას _ 27% “ოცნება”, 25% ნაციონალები

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დასმულ კითხვაზე:

„რომელ პოლიტიკურ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 25%-მა _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 8%-მა დემოკრატიული მოძრაობა, 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“.