3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაზარალებულების რიცხვი კი 50-ს აღწევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მომხდარის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის კრიმინალური ვერსიებიც, თუმცა, პუტინის აზრით, საქმე ტერაქტთან გვაქვს.
_ მე უკვე ვესაუბრე სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს და მივეცი დავალება, რომ ეს საქმე სწრაფად გამოიძიონ. ვფიქრობ, ეს ტერაქტი იყო, თუმცა დანამდვილებით ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებულებს სათანადო დახმარება აღმოვუჩინოთ, _ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

