ზუკა ხუციშვილი დაქორწინდა

ზუკა ხუციშვილი დაქორწინდამომღერალი ზუკა ხუციშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ქეთუშა მანიჟაშვილია. ისინი ერთმანეთს სკოლიდან იცნობენ. მათი ნიშნობა წლის დასაწყისში გაიმართა და გაზაფხულზე გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა.
ზუკამ და ქეთუშამ ჯვარი დაიწერეს და ქორწილი მცხეთაში რესტორან “გუჯარში” გადაიხადეს, სადაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები მრავლად მიიწვიეს. ზუკას და ქეთუშამ ბედნიერება გაიზიარეს ლელა დურწუმიამ, მერაბ სეფაშვილმა, სალომე გოგიაშვილმა, გვანცა კილასონიამ, ხატია შამუგიამ.
რესტორნის სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერლები და ნეფე-პატარძალს უმღეროდნენ. სპეციალურად სტუმრებისთვის იმღერა ნეფემ – ზუკა ხუციშვილმა.

ახლადდაქორწინებულებმა ქართული ცეკვაც შეასრულეს და მიწვეულ სტუმრებს მაქსიმალურაი გართობისკენ მოუწოდეს.
ქორწილის და ჯვრისწერის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მრავლად გავრცელდა. ზუცას და ქეთუშას დაქორწინებას და გაბედნიერებას მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად, რიგითი ინტერნეტ მომხმარებლებიც ულოცავენ და ვყელაფერს საუკეთესოს უსურვებენ.
ზუკა ხუციშვილმა სცენაზე დგომას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა ამჯობინა.