ბრაზილიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი წაუკიდეს

ბრაზილიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი წაუკიდესბრაზილიაში დემონსტრანტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. თავს დაესხნენ სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. ბრაზილიელები პრეზიდენტ მიშელ ტემერის გადადგომას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების გაუქმებას ითხოვენ.

დემონსტრაციები აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო – პრეზიდენტი დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის 630 ათასი დოლარის ქრთამის გადახდის განკარგულებას გასცემს, დუმილის სანაცვლოდ.

აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნებართვა ერთ-ერთი დეპუტატის მიმართვის საფუძველზე გასცა.

მიშელ ტემერი ბრალდებას უარყოფს და თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.