9 წლის ნიკა დვალაძის ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

9 წლის ნიკა დვალაძეს 4 თვის წინ დაუდგინეს ლეიკემია. ამჟამად ის მკურნალობის კურსს გადის ისრაელის კლინიკაში. ამ დაავადების დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ნიკას დაეხმარნენ სოლიდარობის ფონდი, ჯანდაცვის სამინისტრო, მერია, კამპანია „Red Nose Day”, მეგობარი კომპანიები და მეგობრები, მაგრამ შეგროვებული თანხა მკურნალობის დაახლოებით ნახევარს ფარავს, რადგან მკურნალობა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ მოცემულ ნომერზე ჯეოსელიდან, მაგთიდან ან ბილაინიდან 0901901926 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი), ან ჩარიცხოთ თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი GE23BG0000000144601400 მიმღები ზაზა დვალაძე ან თიბისი ბანკი GE60TB7586445064300001 მიმღები თამარი ნოზაძე”

ნიუპოსტი