აბაშიშვილი: ”პრეზიდენტი კონსტიტუციის სახალხო განხილვას ხვალ ვერ დაესწრება”

აბაშიშვილი: ”პრეზიდენტი კონსტიტუციის სახალხო განხილვას ხვალ ვერ დაესწრება”პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ დაგეგმილ საერთო სახალხო განხილვას, პრეზიდენტი ვერ დაესწრება.

ამის შესახებ აბაშიშვილმა “ქართული ოცნების” წევრებთან ქუთაისში შედგარი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქmით, მხარეები შეთანხმენენ, რომ პრეზიდენტი სახალხო განხილვებს დაესწრება. თუმცა, იმის გამო, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ხვალ ქუთაისში განხილვას ვერ დაესწრება.

– მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. მხარეებმა ვიმსჯელეთ ყველაფერზე. პრეზიდენტის გადაწყებტილებით, ის განხილვებს დაესწრება. თუმცა, რადგან ხვალ პრეზიდენტს ოფიციალური შეხვედრა უკვე დაგეგმილი აქვს, ვერც ის და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღონისძიეbას ვერ დაესწრებიან, – განაცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან.

“ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის საერთო სახალხო განხლვაში მონაწილებას პირადად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს შესთავაზა. ამის შესახებ მმართველი გუნდის სახელით გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

pia.ge