“აეროსმიტი” ჭამოს ხალხმა?!”

"აეროსმიტი" ჭამოს ხალხმა?!"შეკვეთილში “ბლექ სი არენას” მორიგი საკონცერტო სეზონი გაიხსნა. პირველი სტუმარი ლეგენდარული როკ ჯგუფი ”აეროსმიტი” იყო, რომელმაც ევროტურის ფარგლებში საქართველოში კონცერტი გამართა.
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის კონცერტს ათასობით მსმენელი დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი დაგეგმილზე თითქმის 2 საათით გვიან დაიწყო, გულშემატკივრებს პრეტენზიები არ გამოუთქვამთ და დიდი მოთმინებით უცდიდნენ ჯგუფის წევრების სცენაზე გამოჩენას. “აეროსმიტის” სოლისტი სტივ ტაილერი შეკრებილ საზოგადოებას ქართულად მიესალმა.
კონცერტი საათნახევარს გაგრძელდა. ახალ სიმღერებთან ერთად, სტივ ტაილერმა ცნობილი ძველი ჰიტებიც შეასრულა. მასთან ერთად ბლექ სი არენაზე შეკრებილი მსმენელიც მღეროდა.
კონცერტზე უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, პროდიუსერები, ტელეწამყვანები… “აეროსმიტის” კონცერტს რამდენიმე მინისტრიც დაესწრო, მათ შორის კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკის მინიტრი გიორგი გახარია და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მთლიანობაში საქართველოში გამართულ კონცერტს 10.000 მაყურებელი დაესწრო.

კონცერტს კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. ის ყოფილმა დეპუტატმა კობა სუბელიანმა გააკრიტიკა:
– აეროსმიტი ჭამოს ხალხმა ამ გაუფასურებული ლარის, უმუშევრობისა და გაძვირებული ფასების პირობებში?
სადა ხართ ის ხალხი, სტინგს და ბოჩელს რომ აპროტესტებდით, ხალხს შიაო, რომ გაჰყვიროდით?
გააძღეს ხალხი ალბათ… ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის.