ალექსის სანჩესი შესაძლოა ბაიერნში ვიხილოთ

ალექსის სანჩესი შესაძლოა ბაიერნში ვიხილოთარსენალის ფორვარდზე ალექსის სანჩესზე საუბრები არ წყდება. თითქმის გადაწყვეტილია ის ფაქტი, რომ სანჩესი ზაფხულში არსენალს დატოვებს და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

აქამდე ალექსისის შეძენა მანჩესტერ სიტის და პარი სენ ჟერმენს სურდათ, ახლა კი მათ მიუნხენის ბაიერნიც შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი სანჩესის აგენტს დაუკავშირდა და მათ შორის უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბაიერნში არტურო ვიდალი თამაშობს, რომელიც სანჩესის თანამემამულე და მეგობარია, ამიტომ ამ გარემოებამ შესაძლოა იმოქმედოს სანჩესზე და მან სხვა გუნდებს ბაიერნი არჩიოს. სანჩესმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ისეთ გუნდში სურს თამაში, რომელიც ტიტულებს მოიგებს.