ანდრეს ინიესტა ბარსელონაში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩება

ანდრეს ინიესტა ბარსელონაში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩებაბარსელონას ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა წლევანდელ ზაფხულს ბარსელონას არ დატოვებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურ მედიაში ვრცელდება. ინიესტა უკვე აღარ არის ახალგაზრდა და ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ მან ბარსელონა უნდა დატოვოს, მაგრამ ჯერჯერობით ინიესტას ისევ ენდობიან კატალონიაში.

წლევანდელ ზაფხულში ბარსელონა სავარაუდოდ მარკო ვერატის იყიდის, რომელმაც შესაძლოა ინიესტას პოზიცია დაიკავოს მოედანზე, ამიტომ ბევრი რამ ბარსელონას ახალ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული, რომლიც ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.