აფეთქება მანჩესტერ არენაზე – 19 ადამიანია დაღუპული, 60 დაშავდა – ვიდეო

აფეთქება მანჩესტერ არენაზე – 19 ადამიანია დაღუპული, 60 დაშავდა - ვიდეოგუშინ გვიან ღამით მანჩესტერ არენაზე რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

თვითმხილველების განცხადებით, მათ ორი ძლიერი აფეთქების ხმა იმ დროს გაიგეს, როდესაც პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა და ხალხი გასასვლელისკენ დაიძრა. აფეთქება მანჩესტერ არენას ფოიეში მოხდა.

მას შემდეგ, რაც აფეთქების ხმა გაისმა, მაყურებელი პანიკამ მოიცვა.

აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია.

პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მედიკოსები დაღუპულების რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ მერის შვილებიც.
აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპმომღერალი არიანა გრანდე. ამის შესახებ მედიას მისმა წარმომადგენელმა განუცხადა.