ავღანეთში სახელმწიფო ტელევიზიაზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთში სახელმწიფო ტელევიზიაზე თავდასხმა მოხდაავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში 4 ტერორისტი სახელმწიფო ტელევიზიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 1 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელეს რის შემდეგაც სამი ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა, ხოლო მეოთხე კი დააკავეს.

ტელევიზიაში გარკვეული პერიოდი პოლიციელები იმყოფებოდნენ და მათ დახმარებით ტელე არხმა მაუწყებლობა განაახლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.