აზერბაიჯანის მიერ PACE-ს წევრების მოსყიდვაზე გამოძიება დაიწყო

აზერბაიჯანის მიერ PACE-ს წევრების მოსყიდვაზე გამოძიება დაიწყოევროპის საბჭომ საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რამდენიმე წევრის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამის შესაძლო აღების საქმის გამოძიება დაიწყო.

საუბარია 2013 წლის გადაწყვეტილებაზე, როდესაც PACE-მ ადამიანის უფლებათა დარღვევების და პოლიტიკური პატიმრების შესახებ გერმანელი პარლამენტარის ანგარიში არ მიიღო. არსებობს ეჭვი, რომ PACE-ს ერთ-ერთ წევრს 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი გადაუხადეს. აზერბაიჯანული მხარე ბრალდებას უარყოფს.

გამოძიების ფარგლებში იგეგმება PACE-ს ქცევის კოდექსის გადახედვაც.