ბაიერნი მზად არის ალექსის სანჩესს წელიწადში 13 მილიონი გადაუხადოს

ბაიერნი მზად არის ალექსის სანჩესს წელიწადში 13 მილიონი გადაუხადოსმიუნხენის ბაიერნმა სერიოზულად გადაწყვიტა რომ არსენალის ფორვარდი ალექსის სანჩესი ხელში ჩაიგდოს.

ამისთვის მიუნხენელები მზად არიან, რომ სანჩესს წელიწადში 13 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც თითქმის რეკორდული თანხა იქნება გერმანული ფეხბურთისთვის.

არსენალს თავის მხრივ არ სურს სანჩესის გაშვება და ლონდონელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩილელი ფეხბურთელი შეინარჩუნონ, თუმცა თვითონ სანჩესმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას უფრო ძლიერ გუნდში სურს თამაში და ტიტულების მოპოვება. ბაიერნი სწორედ ასეთი კლუბია.