ბარსელონა კოუტინიოს არ ეშვება

ბარსელონა კოუტინიოს არ ეშვებაკატალონიური ბარსელონა კვლავინდებურად ცდილობს ლივერპულის ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ კოუტინიომ ცოტა ხნის წინ ლივერპულთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კოუტინიოს ყიდვა ბარსელონას გაუჭირდება, რადგან ლივერპული თავისი ლიდერის დათმობას არ აპირებს და ამ ტრანსფერში 80 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ბარსელონა კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

კოუტინიო ლივერპულში 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მის გარეშე ლივერპულს ყოველთვის უჭირს თამაში.

თვითონ კოუტინიომ განაცხადა, რომ ლივერპულში ის თავს კარგად გრძნობს და ამ გუნდის დატოვებას არ აპირებს.