ივანიშვილმა ბიძინაშვილს მოუგო

მიშა ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე საბურთალო-ჩიხურას თამაშის დროს გადაღებული სახალისო ფოტო დადო.

ბიძინაშვილი საბურთალოს მოთამაშეა, ივანიშვილი _ საჩხერის ჩიხურის.

მატჩი თბილისში, მესხის სტადიონზე გაიმართა და სტუმართა, ჩიხურას, გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

გადამწყვეტი, მე-2 გოლი, ივანიშვილმა გაიტანა, ბიძინაშვილს კი დიდად არაფრით გამოუჩენია თავი.