ბრიჯიტ ბრინკი: ”საქართველომ ვენეციის კომისიის მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს”

ბრიჯიტ ბრინკი: ”საქართველომ ვენეციის კომისიის მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს”ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი მთავრობას მოუწოდებს ვენეციის კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს.
– მოვუწოდეთ მთავრობას, რომ გაითვალისწინოს სხვადასხვა მოსაზრებანი, მათ შორის ვენეციის კომისიის მოსაზრებები ამ პროცესში, – განაცხადა ბრინკმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის რიგით მე-10 შეხვედრის შემდეგ.

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი და განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომლებიც ქვეყანას წარმატებულს გახდის.