ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის თანამდებობას ოდიციალურად დატოვებს.
ამის მიზეზი კი ფინანსთა მინისტრთან მილიარდერ ანდრე ბაბისთან არსებული კონფლიქტია. სობოტკას თქმით ბაბიმ გადასახადების გადახდას თავი აარიდა და ზოგადად უცნობია თუ როგორ შეძლო მან თავისი ქონების მოპოვება.
”მე როგორც პრემიერ-მინისტრი პასუხს ვერ ვაგებ იმ მთავრობაზე, რომლის ფინანსთა მინისტრი მაქინაციებშია შემჩნეული და არავინ იცის, თუ საიდან მოიპოვა მან თავისი ქონება”– განაცხადა ბოგუსლავ სობოტკამ.
სობოტკამ დასძინა, რომ კორუფცია ჩეხეთს კარგს არაფერს მოუტანს.

