ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინზიანის პროვინციაში მომხდარი 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
მიწისქვეშა ბიძგებმა 180-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დაშავებულთა გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქაშრაგის ოლქში, 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქისრდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სტიქიას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა.
imedinews.ge

