დათო ოქიტაშვილი დათო ხუჯაძეს სასამართლოთი ემუქრება

დათო ოქიტაშვილი დათო ხუჯაძეს სასამართლოთი ემუქრებაჯგუფი “სახე” წელს იუბილარია. დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ 20 წლის იუბილე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტით აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჯგუფი “ფოერთი ენდ მოუშენი” ჩამოვიდა, რომელმაც “სახესთან” ერთად ალექსანდრე ბასილაიას ცნობილი სიმღერა “წვიმად გადავიქეცი” შეასრულა.
საიუბილეო საღამოს დასასრულს ჯგუფის ვარსკვლავიც გაიხსნა. ვარსკვლავი ამჯერად კულტურის პალატას არ გაუხსნია. ჯგუფის წევრებმა ვარსკვლავი საკუთარ თავს თვითონვე გაუხსნეს.
დათო ხუჯაძისა და დათო ფორჩხიძის ამ საქციელმა დათო ოქიტაშვილი გააღიზიანა და დათო ხუჯაძეს სასამართლოთიც დაემუქრა:
– იქნებ “ვარსკვლავოსანი” ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს ძალიან ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. აუყვანეთ იურისტი იქნებ ამეცადინოს სად რა უნდა თქვას. ვატყობ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება. შეხვედრამდე, დათუნა.
მოგვიანებით კი დათო ოქიტაშვილმა თბილისის საკრებულოში სპეციალური სხდომა მოიწვია, სადაც ჯგუფის ქმედება განიხილა და ვარსკვლავების გახსნის პროცედურაზეც ისაუბრა.
დათო ოქიტაშვილი:
– ჩემთან მობრძანდა ბატონი ხუჯაძე და მითხრა, რომ 14 მაისს აქვთ ღონისძიება და უნდა, რომ გაიხსნას ვარსკვლავი. მას ავუხსენი, რომ ამას უნდა რეგულაცია, განვიხილოთ და იქნებ გადავდოთ შემოდგომისთვის. მან თქვა, არა, მე 14 მაისს მაქვს კონცერტი დაგეგმილი და ამ დღეს უნდა გავხსნა ეს ვარსკვლავიო.