დიეგო მარადონას ნაპოლის გაწვრთნა სურს

დიეგო მარადონას ნაპოლის გაწვრთნა სურსდიეგო მარადონამ ერთ-ერთ ინტერვიუში თავის სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ოცნება ნაპოლის გაწვრთნაა.

შეგახსენებთ, რომ მარადონამ ნაპოლიში 6 წელიწადი გაატარა და გუნდთან ერთად 2 ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ნეაპოლში მარადონა დღემდე ძალიან უყვარს და აფასებენ.

მარადონას თქმით ამჟამად ნაპოლი ძლიერი გუნდია, მაგრამ მას აკლია ძლიერი ფეხბურთელები იმისთვის, რომ იუვენტუსს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

მარადონამ დაამატა, რომ ის ყოველთვის მზად არის რომ ნაპოლის დახმარება გაუწიოს, თუ ამისი საჭიროება იქნება.