დიეგო სიმეონეს აზრით ატლეტიკოს ფინალში გასვლის შანსები მაინც აქვს

დიეგო სიმეონეს აზრით ატლეტიკოს ფინალში გასვლის შანსები მაინც აქვსმადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ რეალთან 0:3 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს შანსი არ დაუკარგავს.

სიმეონეს თქმით, წინ მეორე შეხვედრაა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ”რეალმა ყველაფერში გვაჯობა და მათ დამსახურებულად მოგვიგეს. მეორე ტაიმი განსაკუთრებით ცუდად ჩავატარე, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი, რომ მათ ეს მარცხი უნდა დაივიწყონ. მჯერა, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია. წინ კიდევ 90 წუთია და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”–განაცხადა დიეგო სიმეონემ.

განმეორებითი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 10 მაისს გაიმართება.