დონალდ ტრამპი ჯეიმს კომის დაემუქრა

დონალდ ტრამპი ჯეიმს კომის დაემუქრაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი მკაცრად გააფრთხილა, რომ მათ შორის ჩაწერილი საუბრები არ გამოამზეუროს.

”იმედი მაქვს კომი ხვდება, რომ ჩვენს შორის საუბრები პრესამდე არ უნდა მივიდეს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ კომის პრობლემები შეექმნება”–განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჯეიმს კომი ფედერალური ბიუროს დირექტორობიდან რამდენიმე დღის წინ გაანთავისუფლა და როგორც ჩანს მას კომისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

კომის ჯერჯერობით განთავისუფლების შემდეგ ტრამპთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.