დონალდ ტრამპმა დემოკრატები გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა დემოკრატები გააკრიტიკაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

ტრამპის თქმით, დემოკრატები მუდმივად აკრიტიკებდნენ ჯეიმს კომის, როდესაც ის ფედერალური ბიუროს დირექტორი იყო, ხოლო მისი განთავისუფლების შემდეგ კი მათ კომიზე აზრი შეიცვალეს. ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯეიმს კომიმ ყველას ნდობა დაკარგა ბოლო პერიოდში, ამიტომ მისი განთავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობას, თუმცა ტრამპის თქმის ის მალე მოძებნის ღირსეულ კანდიდატს, რომელიც კომიზე უკეთესად გაართმევს თავს თავის მოვალეობებს.