ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა და იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც 22 მაისის ტერაქტის შედეგად დაშავებული ბავშვები მკურნალობენ.

Royal Manchester Children’s Hospital-ში  ტერაქტის შედეგად დაშავებული 14 ბავშვია გადაყვანილი, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სულ ქალაქის საავადმყოფოებში 64 დაშავებული იმყოფება.

ბავშვთა საავადმყოფოში დედოფლის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზეც გამოჩნდა.