საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით OpinionWay-მ სამშაბათს ბოლო კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც გაზეთ Les Echos და Radio Classique-ის დაკვეთით ჩატარდა.
კვლევის შედეგების თანახმად გამოკითხულთა 60% საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონისთვის აპირებს ხმის მიცემას, 40% კი – მარინ ლე პენისთვის.
წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით En Marche !-ს ლიდერის ემანუელ მაკრონის მხარდაჭერა 1%-ით არის შემცირებული, ხოლო „ნაციონალური ფრონტის“ კანდიდატის მარი ლე პენის 1%-ით არის გაზრდილი.
გამოკითხულთა 75%, მიუხედვად იმისა, ვის აძლევს ხმას, ემანუელ მაკრონის გამარჯვებას პროგნოზირებს. გამოკითხულთა 22% კი ნაციონალური ფრონტის კანდიდატის მარინ ლე პენის გამარჯვებას ელოდება.
ნიუპოსტი

