ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს 25 მაისს შეხვდება

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს 25 მაისს შეხვდებაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს 25 მაისს შეხვდება ბრიუსელში ნატოს სამიტზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრამპი და მაკრონი ერთად ისადილებენ და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ.

ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს და მაკრონმა  მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ტრამპის თქმით მას დიდი სურვილი აქვს მაკრონს რაც შეიძლება მალე შეხვდეს და მას თავისი შეხედულებები გაუზიაროს.