საფრანგეთისთვის ახალი გვერდი გადაიშალა, – განაცხადა საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ემანუელ მაკრონის თქმით, მას სურს, რომ იმედი და ნდობა, რომელიც მიიღო, გაამართლოს.
– ახალი გვერდი გადაიშალა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მინდა, რომ ეს იმედისა და ნდობის გვერდი იყოს, – დასძინა მან.
მაკრონმა ხმების 60, ხოლო ლე პენმა 39 პროცენტი მიიღო.

