ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოგების ფავორიტია

ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოგების ფავორიტია

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რამდენიმე გამოკვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ ემანუელ მაკრონი მეორე ტურშიც გამარჯვების მთავარი კანდიდატია.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაკრონს გამოკითხულთა 60% უჭერს მხარს, ხოლო მის მთავარ მეტოქეს მარინ ლე პენს მხოლოდ 39%. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა და მასში გამარჯვება მაკრონმა მოიპოვა, თუმცა ლე პენმა ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა მიიღო.

მეორე ტური 7 მაისს გაიმართება და მარინ ლე პენი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ციფრები სხვა რამეზე მიუთითებენ.