“ერთ კერძო კლინიკას უკვე მეორედ აერია ანალიზის პასუხები…”

– ერთ კერძო კლინიკას უკვე მეორედ აერია ანალიზის პასუხები, ამჯერად ჩემი მეგობრის.

წინა შემთხვევა პირადად მე გადავიტანე, ისეთი ანალიზის პასუხები მომივიდა, რომ ჩემმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ექიმმა, თურქეთიდან სასწრაფო გამომიძახა თბილისში, შენ ახლა საავადმყოფოში უნდა იწვეო.

მთელი 5 საათი ველოდებოდი სიკვდილს და კიდევ კარგი, ერთმა ჩემმა ძალიან ძვირფასმა ექიმმა მეგობარმა მოდი მაინც გადავამოწმოთო და სხვაგანაც გამიკეთეს ანალიზი. რა თქმა უნდა, ახალი ანალიზის პასუხები არაფერ შუაში  იყო ძველთან. მაშინ მივუვარდი კლინიკის დირექტორს, სამწუხაროა, რომ საჯარო მოხელე ვარ და ჯანდაცვის სფეროში ვმუშაობ და ბოლომდე თავისუფლად ვერ ვთქვი ჩემი სათქმელი.

ახლა არ მაინტერესებს არავინ. ჩემი მეგობრის დედას ინფარქტმა დაარტყა ერთი საათის წინ, შვილის არეული ანალიზების გამო. ვეძებ კარგ ადვოკატს. ჯერ-ჯერობით კლინიკის სახელს არ დავასახელებ მანამ, სანამ სასამართლო არ დაადასტურებს ამ ყველაფერს! სირცხვილია!

დილიდან საღამომდე იმაზე ვზრუნავთ ,რომ ვინმეს პრეტრნზია არ ჰქონდეს ჯანდაცვის სფეროზე და ეს საზიზღარი კლინიკა, დებილი ლაბორატორიით ხალხს კლავს. მადლობა, ნახვამდის. მტერს გადავეკიდე მე.

„ბიბისიზე“გავაკეთებინებ სიუჟეტს და აუცილებლად დავხურავ კაცის მკვლელების კანტორას.

p.s არ მაინტერესებს ვისია ეს კლინიკა,აბა ერთი ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს, – წერს თამარ კობიძე.