გვიან ღამით, ესტონეთის დედაქალაქში მდებარე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მარგუს ცახკნას სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მინისტრი და მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ცეცხლი სავარაუდოდ კედელზე გამაგრებულ საჰაერო გამათბობელ ნასოსს გაუჩნდა, რის შემდეგაც იგი სახლის კედელსა და სახურავს მოედო.
ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს სახლის სახურავის მოხსნა მოუწიათ.

