ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი ჟენევაში, სამიტზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.
იუნკერი ხალხსა და ავეჯს ეჯახებოდა და კოლეგებს ზედმეტად ფამილარულად ექცეოდა.
სამიტი კვიპროსის პრობლემის მოგვარებას ეხებოდა.
იუნკერი სამიტზე ნასვამი ადრეც მისულა. ორი წლის წინ მედია მოიცვა გავრცელებულმა ვიდეომ, რომელზეც “ზედმეტად კარგ განწყობაზე” მყოფი იუნკერი პრეზიდენტებს, პოლიტიკოსებს ხან მოფერებით სილას აწნავს, ხანაც ჰალსტუხს სთავაზობს.
ნიუპოსტი

