“ევროპული საქართველოს” ყრილობა დღეს სპორტის სასახლეში ჩატარდა. პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია წარადგინა.
ასევე მოხდა პარტიის მმართველი როგოლისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა.
პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს.
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დელეგატებმა გიგა ბოკერია აირჩიეს.
გენერალური მდივანი გიგი უგულავა გახდა.
პარტიის დელეგატებმა პოლიტსაბჭოს 91 წევრი დაამტკიცეს

