ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას ეხმაურება.
– გამარჯობა არ იცი, ბიჭო? – მიაძახა რევიზორმა და პირადი სივრცე დაურღვია პროკურატორს.
– დაგვინდე, შეგვარგე ბოთლნახევარი ცქრიალა ღვინო, ვარსქენ რევიზორო, – ერთხმად ამოიკვნესა ხუთივე პირადსივრცედარღვეულმა.
მაგრამ გამძვინვარებულ რევიზორს უკვე ეღიარებინა ატროშანი, ცეცხლს ჰყრიდა პირიდგან და ხელთ ეპყრა ასტამი, რომელი უხეთქნა თავსა მათსა.
და რაჟამს იხილა მხეცმა ვარსქენ რევიზორმან, რომ კრავი ფარცხალაძე იდვა ელცენტროს ქვაფენილსა ზედა გონმიხდილი, დაიღრინა, ვითარცა მგელმა და იხეთქნა ასტამი თავსა თვისსა და დაიბუშტა თუალი თვისი მარჯუენე.
უტე მოკუდეს, – შეჰყმუვლა მეტეხის ზეცას და ნარიყალამ ბანი მოსცა: უტე მოკუდეს, – წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.

