,გასროლის ხმა” _ წითელი ტერორის დასაწყისი

ფეისბუქზე ირინე მჭედლიძემ ასეთი პოსტი დადო:

– ჟურნალ ,,სარკეში” ლაშა იმედაშვილის ძალიან საინტერესო რომანი ,,გასროლის ხმა” _ წითელი ტერორის დასაწყისი, ქართველი მწერლები და ქართული მწერლობა, პაოლო იაშვილის საბედისწერო გასროლა, შინსახკომელი ბაღჩო და ჯალათი გოგლიძე… რომანი იწყება ასე: ,,სჯობს, საკუთარი თავისთვის წერო და მკითხველი არ გყავდეს, ვიდრე მკითხველი გყავდეს და საკუთარი თავი დაკარგო.
სწორედ ამას იფიქრებდა ამ თავყრილობის შემხედვარე ადამიანი, რომელიც მწერალთა კავშირის სახლში იმართებოდა და რომელზეც, როგორც მაშინ იტყოდნენ, მწერლებისა თუ მათი შემოქმედების საკითხები იხილებოდა…”.