გერმანიაში მუზეუმიდან 1,2 მილიონის ღირებულების 367 ბრილიანტიანი დიადემა მოიპარეს

გერმანიაში მუზეუმიდან 1,2 მილიონის ღირებულების 367 ბრილიანტიანი დიადემა მოიპარესგერმანიის პოლიციის განცხადებით, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში არსებული Badisches Landesmuseum-ის მუზეუმიდან 1,2 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს დიადემა მოიპარეს, რომელსაც 367 ბრილიანტი ჰქონდა.

ბადენ-ვიურტემბერგის კრიმინალური პოლიციის განცხადებით, ექსპონატი მუზეუმის სატახტო დარბაზიდან , 29 აპრილს მოიპარეს. თანამშრომლებმა დანაკარგი მაშინვე ვერ აღმოაჩინეს, რადგან სიგნალიზაცია არ ჩართულა და დარბაზის ვიტრინა არ დამსხვრეულა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დიადემა ბადენის ჰერცოგინია ჰილდა ლუქსემბურგელს ეკუთვნოდა, რომელიც 1864-1952 წლებში ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში, ბერლინში, ბოდეს მუზეუმიდან მილიონ დოლარად შეფასებული 100 კგ წონის ოქროს მონეტა მოიპარეს.