„ღამის მგლები“ პოლონეთში არ შეუშვეს

„ღამის მგლები“ პოლონეთში არ შეუშვესრუსული კლუბის „ღამის მგლების“ წევრები პოლონეთში არ შეუშვეს, ისინი მოტოგარბენს ახორციელებდნენ. მოტოგარბენს კლუბის ხელმძღვანელი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეგობარი, ალესანდრე ზალდოსტანოვი ხელმძღვანელობდა.

პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა იმ ბაიკერებმა შეძლეს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ „ღამის მგლები“ 9 მაისს საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავენ.