საქართველოს პრეზიდენტი შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის, ქალაქის სტატუსისის შესაძლო დაკარგვის საკითხს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დაკარგოს გორმა ან ზუგდიდმა ქალაქის სატუსი და აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობისაგან განმარტებებს ითხოვვს. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ არც ერთ თვითმმართველ ქალაქს სატუსი არ უნდა გაუუქმდეს და პირიქით, მთავრობამ თვითმმართველობის გაძლიერებაზე უნდა იმუშავოს.
– რატომ უნდა დაკარგოს გორმა ქალაქის სტატუსი? ამიხსნას ვინმემ. ან რატომ უნდა დაკარგოს ზუგდიდმა, ან რომელიმე იმ ქალაქებიდან რომელებსაც აქვთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. სხვა ქალაქებსაც რატომ არ უნდა მივცეთ პირიქით მეტი თვითმმართველობა? მართვის ეფექტურობა გამომდინარეობს დეცენტრლიზაციის ხარისხიდან და ეს ძალიან მარტივია, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტი არ იზიარებს მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება ხარჯების ოპტიმიზაციას უკავშირდება და აღნიშნულს ყურით მოტანილ საკითხს უწოდებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თუ მთავრობას ოპტიმიზაცია სურს, ცენტრალური სტრუქტურების ოპტიმიმიზაცია უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ თვითმმართველობის კოდექსში შესაძლოა ცვლილება შევიდეს და თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ისევ ხუთამდე უნდა შემცირდეს.

