გოგა ჩანადირი: “არ ვისარგებლებ იმ დაწესებულებით, ვინც აბრებზე ქართულად არ აწერს”

გოგა ჩანადირი: "არ ვისარგებლებ იმ დაწესებულებით, ვინც აბრებზე ქართულად არ აწერს"ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საჯაროდ გამოხატავს პროტესტს ქართული ენის უპატივცემულობასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საზოგადოებას, პროტესტი გამოუცხადონ ასეთ დაწესებულებებს.
გოგა ჩანადირი:
– გადავწყვიტე, არ ვისარგებლო იმ დაწესებულებათა მომსახურებით, არ შევიძინო მათი ნაწარმი, რომლებიც პატივს არ სცემენ კანონს რეკლამის შესახებ, სახელმწიფო ენას და გარეაბრებზე ქართულად არ აწერენ.
მაშინაც კი, თუ ქართული წარწერა ზომით და რაოდენობით უცხოურზე ნაკლებია, ანუ სულ მცირე, თანაზომადობისა და ოდენობის პრინციპი არ არის დაცული, ასევე კანონდარღვევაა, ასევე სახელმწიფო ენის უპატივცემულობაა.
პროტესტი ეხება ყველა ასეთ მაღაზიას, რესტორანს, კაფე-ბარს, გასართობ დაწესებულებას, სასტუმროებსა თუ საოჯახო სასტუმროებს, მომსახურების ცენტრებსა და ა.შ.
რადგან სახელმწიფო უწყებები სათანადოდ არ იცავენ კანონსა და ქართულ ენას, იძულებული ვარ, პროტესტის ეს ფორმა გამოვიყენო და დაცვას ასე შევეცადო.
ძალიან კარგი იქნება, ყველა თუ შევეცდებით კანონის აღსრულებას, სახელმწიფო ენის დაცვას.