იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდაწყნარ ოკეანეში, იაპონიის კუნძულ ოკინავას სამხრეთით, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები შეიგრძნეს კუნძულ ოკინავაზეც.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. სპეციალისტები ცუნამის წარმოშობის საფრთხეზე არ საუბრობენ.