ინაშვილმა და მდინარაძემ იჩხუბეს

ინაშვილმა და მდინარაძემ იჩხუბეს– არ მგონია რომელიმე ხელისუფლება ასე მარტივად წასულიყო მსგავს მოქმედებაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენივე ხელით სუბიექტურ მდგომარეობას ვიუარესებთ, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამაშია მმართველი გუნდის სიძლიერე. ”ყველაზე ძალიან ის კონსტიტუცია, რომელიც არსებობს, აწყობს იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეშია. ჩვენ ვამბობთ, რომ არა, ეს კონსტიტუცია უნდა გამოვცვალოთ, წავიდეთ უკეთესი კონსტიტუციური გზით და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

– ძალიან ხშირად ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ”ქართული ოცნება” თავის თავზე ირგებს კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზშიც ვიღაცეები ეთანხმებით.

მაგალითად, 2016 წლის არჩევნები რომ ჩატარებულიყო იმ მოდელის მიხედვით, რა მოდელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, ნაცვლად 115 ხმისა, მოვიპოვებდით 103 ხმას. ნაცვლად 27 მანდატისა, ”ნაციონალური მოძრაობა” მოიპოვებდა 40 მანდატს, ”პატიორტთა ალიანსი” მოიპოვებდა 1 მანდატით მეტს. სად არის გაუმჯობესება ”ქართული ოცნებისთვის”? ეს არის ტყუილი, პოპულიზმი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მამუკა მდინარაძეს უპასუხა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა და მდინარაძესა და ინაშვილმა იკამათეს. ინაშვილმა აღნიშნა, რომ პოპულიზმის მაგალითია ის, რაც ახლა დარბაზში ხდება, ხოლო მისი გუნდი არავის ატყუებს.

– თქვენ პირდაპირ ბრალს მდებთ, რომ ვატყუებ საზოგადოებას. პატივცემულო საზოგადობავ, მინდა იცოდეთ, რომ არ გატყუებთ. მე თქვენ არ გატყუებთ. მე გუბნებით სიმართლეს და ძალიან მარტივ ენაზე ვამბობ ამას – რასაც გვთავაზობს უმრავლესობა, რომ ეს გადასანაწილებელი ხმები, დემოკრატიულად ნაწილდება, ეს არის ტყუილი, დემაგოგია და პოპულიზმი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ დარჩენილი ხმები თქვენ და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაინაწილეთ გვრიტებივით. ჩვენ კიდევ 4 მანდატი გვეკუთვნოდა, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.