ინგა ლაგვილავა: მამამ დედა მოკლა… ჩემი ქმარიც პატიმრობაშია – ერთი ოჯახის მძიმე ისტორია

,,სოლიდარობის სახლი“ კიდევ ერთი ოჯახის მძიმე ისტორიას ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გაუგონარ პირობებში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს.

ინგა ლაგვილავა:

– ჩხოროწყუში ნაფიჩხოვოში ვცხოვრობდით. მამამ დედა მოკლა. დანით და ნაჯახით აჩეხა, ეჭვიანობის მიზეზით… მერე, დედას ძმებმა, შურისძიების მიზნით, ჩვენი სახლი დაანგრიეს, ნაცარტუტად აქციეს. მამას 10 წელი მიუსაჯეს. მას შემდეგ აგვერია ცხოვრება. თბილისში 6 წლის წინ წამოვედით. ახლა ჩემი ქმარიც პატიმრობაშია და მარტო ვზრდი ბავშებს. პირველი შვილი ორწელიწადნახევრის არის, მეორე წლისა და ნახევრის და აგვისტოში მესამეს ველოდები…

ნუცუბიძეზე რაღაც დანგრეული შენობა ვიპოვეთ და იქ შევსახლდით. ტუალეტი არ გვაქვს, არც ელექტროენერგია, წყალს კილომეტრიდან ვეზიდები… აქ ყველაფერი ნანგრევებად არის ქცეული. როგორც გარეთ, ისე სახლში წვიმს. გაუსაძლისი მდგომარეობააა. ხანდახან მეზობლები და სოციალური ქსელიდან გოგოები მეხმარებიან, მაგრამ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. გვიშველეთ!

,,სოლიდარობის სახლი” მადლობას უხდის მარიკო კაპანაძეს, ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის.

ნიუპოსტი