ირმა ინაშვილი: „არ ვენდობით 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს“

ირმა ინაშვილი: „არ ვენდობით 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს“ –  დაგვიტოვეთ უფლება, თქვენს 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.

ინაშვილმა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე ისაუბრა და მმართველ გუნდს მიმართა.

– თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე. ამაოდ ეჭვიანობთ, იმიტომ, რომ მე არ ამირჩევია მარგველაშვილი – თქვენი კანდიდატი იყო. მაგრამ აქ პერსონალურად მარგველაშვილზე არ ვლაპარაკობთ. პერსონალურად მარგველაშილის პრობლემა, როგორც ჩანს, თქვენ გაწუხებთ.

ჩვენ ვლაპარაკობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე და არჩევის წესზე. მაპატიეთ, მაგრამ ჩვენც დაგვიტოვეთ უფლება, რომ თქვენს 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ, იმიტომ, რომ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, ვინ იქნება ეს 300 ხმოსანი – იქნება ისევ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფენა, რომელიც ხელს აწევს და დანიშნავს პრეზიდენტს, – განაცხადა ინაშვილმა.