“ივანიშვილმა გადაურა, მოთხარა მთელი გურია… გაანებეთ ივანიშვილს თავი!“ – დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს წევრებს შორის

"ივანიშვილმა გადაურა, მოთხარა მთელი გურია... გაანებეთ ივანიშვილს თავი!“ - დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს წევრებს შორის– ჩემი საკრებულოს წევრებს მივმართავ, ჩვენ შეგვეძლო, ამ საკითხზე ერთად გვემსჯელა, მაგრამ თქვენ ბიძინა ივანიშვილის ხეებს დასდევდით, – ეს განცხადება ოზურგთის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა, ლელა საჯაიამ ,,არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

საჯაიას განცხადებით, ოზურგეთში თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ყველას ჰქონდა, თუმცა მისივე თქმით, საზოგადოებას აღნიშნული გადაყწვეტილება არ ესმის.

საჯაიას ამ განცხადებას სტუდიაში კამათი მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, დავით მჟავანაძემ საჯაიას მიმართა, რომ ისინი ქვეყანას ზიანს აყენებენ ოლიგარქის ინტერესების სასარგებლოდ.

– გაანებეთ ბიძინა ივანიშვილს თავი, მოასვენეთ ის ადამიანი, – განაცხადა ლელა საჯაიამ.

კამათში ჩაერთო ოზურგეთის ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბესო ქათამაძე, რომელმაც საჯაიას მიმართა, რომ “ქართულ ოცნებას” ,,არაფერი მიღწევა არ აქვს ხეგლეჯიაობისა და გადათხრილი ქალაქის გარდა.“

– მეხუთე წელია ხელისუფლებაში ხართ, 41 მეტრი ასფალტი თუ დააგეთ საერთოდ? თქვენ ხართ ჯიბის ხელისუფლება, რომელიც ყვლიფავთ ხალხს, – განაცხადა ბესო ქათამაძემ.

საჯაიამ ოპოზიცია დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

ოზურგეთის საკრებულოს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრის, ნათია შარაშენიძის თქმით, ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი, თ რა სიკეთეს მიიღებს მოსახლეობა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ დაპირებები მმართველი გუნდის მხრიდან, ისევე როგორც ეს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს ხდებოდა.

– ივანიშვილმა გადაურა, მოთხარა მთელი გურია. ქალაქისთვის სტატუსის წართმევა არის ერთი კაცის ახირება. თქვენ რომ მოსახლეობასთან გევლოთ, ისინი გეტყოდნენ, რომ უღირსი საქციელი ჩაიდინეთ, – განაცხადა ნათია შარაშენიძემ ,,არჩევანის ეთერში“.

ნიუპოსტი