კახიძე წოწორიას საქმეზე – ,,არავითარი ,,ოპერატიული ინფორმაცია“ არ ჰქონდათ… ბოლოს ასე ,,გამოძვრნენ“

კახიძე წოწორიას საქმეზე - ,,არავითარი ,,ოპერატიული ინფორმაცია“ არ ჰქონდათ... ბოლოს ასე ,,გამოძვრნენ““ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლოს მოსამართლე წოწორიას ძმის ბინაში იარაღის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყდა.

მისი თქმით, არანაირი ოპერატიული ინფორმაცია სამართალდამცავებს არ ჰქონდათ.

– პროკურატურამ – წოწორიას სახლიდან ამოღებული იარაღი არ ისროდა, ხოლო ვაზნები გარდაცვლილ სიმამრს ეკუთვნოდაო.

რა თქმა უნდა, არანაირი “ოპერატიული ინფორმაცია” არ ჰქონდათ გაფუჭებულ კუსტარულ რევოლვერზე და არავითარი “გადაუდებელი აუცილებლობა” არ არსებობდა ჩხრეკის, რომ სასამართლოს ბრძანების გარეშე შესულიყვნენ “ამოსაღებად”.

ვიღაც “ჩლუნგმა ზემოთ” (© დ. ზურაბიშვილი) გადაწყვიტა, რომ სტრასბურგის მოსამართლისთვის იარაღის ჩადებით პრობლემები შეექმნა, ხოლო მერე ვიღაც შედარებით ჭკვიანმა უთხრა, რომ უარეს შედეგს მიიღებდნენ და ბოლოს ასე “გამოძვრნენ”.

აქამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ქართული მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაში, ჩვენი სამართალდამცავები “უანგაროდ” დაეხმარნენ ჩამოყალიბებაში.

მადლობა ბატონ ბიძინას, – წერს კახიძე.

ნიუპოსტი