კარიმ ბენზემამ ვალბუენას გიჟი უწოდა

კარიმ ბენზემამ ვალბუენას  გიჟი უწოდამადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ მატიო ვალბუენაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის სულელურად იქცევა. შეგახსენებთ, რომ ბენზემას 2015 წლის ოქტომბერში ვალბუენას შანტაჟში დასდეს ბრალი და ამის გამო ბენზემამ ევრო 2016 გამოტოვა.

” ვალბუენა ამ თემაზე საუბარს უნდა შეეშვას. მისი თქმით ის მზად არის ჩემთან ერთად სათამაშოდ. ვფიქრობ ის უბრალოდ გიჟია, რადგან თითქმის ორი წლის მანძილზე ის ბანდიტად მთვლიდა, ახლა კი უცებ მოუნდა შერიგება. მე არაფერი მავიწყდება და ვფიქრობ ჩვენი ერთად თამაში გამორიცხულია”–განაცხადა ბენზემამ.

ბენზემამ ასევე დაამატა, რომ ვალბუენამ თავის დროზე ბევრი ტყუილი თქვა.